1. პროექტის სახელი: როგორია საკლასო ოთახების განათება?
2. პროექტის მიზანი: პროექტი ითვალისწინებს კონკრეტული პრობლემის გადაჭრას, უზრუნველყოს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი უნარ–ჩვევები.
3. პროექტის სრული აღწერა: იმისათვის, რომ მოსწავლემ საკლასო ოთახში შეძლოს ნორმალური წერა ან კითხვა საჭიროა ოთახი იყოს განათებული მზის შუქით. ოთახის კარგი განათებულობის მისაღწევად საჭიროა ფანჯრის ფართობი იატაკის ფართობის 20% უნდა იყოს. მოსწავლეთა ერთი ჯგუფი ასრულებს სკოლის პირველ სართულზე მოთავსებული ოთახების იატაკისა და ფანჯრების ფართობების გაზომვა. მეორე ჯგუფი გაზომვებს აწარმოებს სკოლის მეორე სართულზე.
- მოსწავლეებმა გაზომეს ყველა საკლასო ოთახის, ფიზიკისა და ქიმიის კაბინეტების იატაკებისა და ფანჯრების ფართობები, გაარკვიეს თანაფარდობა მათ შორის დარღვეულია თუ არა. მოსწავლეებმა დაადგინეს რომ მე–5–ე კლასის საკლასო ოთახში დარღვეულია განათებულობა. ამ საკლასო ოთახის იატაკის ფართობი არის 25 კვ.მ, ხოლო ფანჯრის ფართობი არის 2 კვ.მ. რადგან ფანჯრის ფართობი იატაკის ფართობის 20%–ია, ამიტომ 25:5=5 და5>2 ამიტომ განათებულობა საგრძნობლად დარღვეულია, მოსწაავლეებმა ვააკეთეს დასკვნა. რომ საჭიროა ოთახში ფანჯრის დამატება ან ფანჯრის შეცვლა უფრო დიდი ზომის ფანჯრით. მოსწავლეებმა მოიძიეს ფანჯრის ფასი, რომელიც არის 350$. მიმართეს სკოლის დირექტორს თხოვნით. რომ გაეწიათ მათთვის დახმარება, დირექტორმა თანხმობა განუცხადა და დაპირდა, რომ აგვისტოში დაკმაყოფილებული იქნება მათი მოთხოვნა. გაიზომა სპორტდარბაზის იატაკის ფართობი, რომლის ზომებია 763 *530=403390კვსმ=40,3392კვმ=40კვმ. ფანჯრის ფართობი არის 3*198*90=17820კვსმ=1,7820კვმ=2კვმ. აქედან ვღებულობთ,რომ 40:5=8 რაც იმას ნიშნავს რომ 8>3*2 ნაწილობრივ დარღვეულია განათება.
5. მოსალოდნელი შედეგები გამოიცვლება ფანჯრები, შეიღებება კედლები, რის შემდეგაც მოწესრიგდება საკლასო ოთახი.;
6. სარგებელი სხვისთვის: ახალ სასწავლო წლიდან მოსწავლეები ისწავლიან ნათელ საკლასო ოთახებში;
7. სამუშაო ენა. ქართული
8. კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: მათემატიკა.
9. პროექტის ფასილიტატორი: ნათელა მამაკაიშვილი.
10. ფასილიტატორის ელ–ფოსტა: n.mamakaishvili@gmail.com
No comments:
Post a Comment